ქართველი მორაგბე საფრანგეთში ავტოავარიაში დაიღუპა

412

28 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ის “გროლეს” მოთამაშე იყო (საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია) და “ლავორთან” მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა. მისმა თანაგუნდელებმა შოკისმომგვრელი ამბავი თამაშის დაწყებამდე გაიგეს, როცა ტრადიციული სადილისთვის შეიკრიბნენ…

რა თქმა უნდა, თამაში არ შედგა. ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულის ოჯახს და კლუბს მიუსამძიმრა. განაცხადება გაავრცელა თავად კლუბმაც. lelo.ge და გაზეთი “ლელო” ასევე ღრმა მწუხარებას გამოხატავენ მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.

წყარო: lelo.ge

SHARE