ქართველი მორაგბე სოლიდარობის ჟესტზე: გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო

626
მოსკოვის “სლავადან” ე.წ “თვალის ჟესტის” გაკეთების გამო, გაშვებულმა მორაგბე საბა ილურიძემ Sportall.ge-სთან კლუბის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
“ჩვენ სოლიდარობა გამოვხატეთ თბილისში მომხდარი ამბების გამო დაშავებული ხალხის მიმართ, მათ კი ლელოს აღნიშვნის ჟესტი მიიღეს პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფად, მე და რეზი ბროძელი ჩემპიონატიდან მოგვხსნეს. გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო. საქართველოში თამაში მინდა, ჩივილს არ ვაპირებ. გუნდში სხვა ქართველებიც არიან და არავის უხარია, რაც ხდება”, – განაცხადა საბა ილურიძემ.
შეგახსენებთ, გატანილი ლელო ქართველმა მორაგბეებმა თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს, რითაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს საქართველოში

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით რუსულ კლუბს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია არ გაუჟღერებია.

წყარო: sprtall.ge
SHARE