ქართველი სუმოისტების მეტოქეები ნაგოია ბაშოზე ცნობილია – 2 დღე სუპერტურნირამდე

607
ნაგოია ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე სუმოს ასოციაციამ სასტარტო დღეების ორთაბრძოლათა განრიგი გამოაქვეყნა.
ნაგოიას “დოლფინს არენაზე” ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ(თეიმურაზ ჯუღელი) წლის მე-4 სუპერტირნირს იაპონელი მეტოქეებით დაიწყებენ.
ტოჩინოშინი პირველ საშეჯიბრო დღეს მე-2 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდება. ენდო ქართველისთვის უხერხული მეტოქე და ბალანსისც 5:3 იაპონელის მხარესაა.
ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა შოდაის შეხვდება. შოდაისა და ტოჩინოშინის შორის 12 დაპირისპირება შედგა, აქედან ქართველმა 6-ში იმარჯვა.
გაგამარუს პირველი მეტოქე ჯურიო ლიგაში აღმოსავლეთის მე-2 ნომერი იშიურა იქნება, ვისთანაც ბალანსი ქართველს 2:1-ზე აქვს.
სამწუხაროდ ტოჩინოშინი ბაშოს სათანადო ფორმაში ვერ ხვდება. შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოზე ლევანმა მუხლი დაიზიანა და სამწუხაროდ ტრავმის მოშუშება ბოლომდე ვერ შეძლო. გარდა ამისა რამდენიმე დღის წინ ტოჩინოშინს ვარჯიშის დროს მარცხენა მხარზე კუნთი გაუწყდა.
ქართული სუმოს ქომაგების ცნობით ტრავმების მიუხედავად ლევანი ტრადიციულად შემართებას არ უჩივის და გულშემატკივრებს აიმედებს, რომ გამაყუჩებლების დახმარებით მაქსიმალურად დაიხარჯება ნაგოიაში.
რაც შეეხება თემიურაზ ჯუღელს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია და სუმოისტი თავს კარგად გრძნობს. გაგამარუს ელიტურ დივიზიონში დაბრუნების კარგი შანსი აქვს, ამისთვის მას 9 გამარჯვება სჭირდება.
წყარო: sportall.ge
SHARE