ამერიკულ ნიუ ჰეივენში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი – Oracle challenger (საპრიზო ფონდი 162.480 დოლარი), რომლის წყვილთა პაექრობაში თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვაც მონაწილეობდა. რუს ანა ბლინკოვასთან ერთად ის მეორე ნომრად იყო განთესილი.
ქართულ-რუსულმა დუეტმა სტარტზე ავსტრალიელებს – ლიზი კაბრერასა და ელენ პერესს მოუგო – 3:6, 6:2, 10:6. მერე მათს გზას გაუყენა ქვინ გლისონი (აშშ) და ლუიზა სტეფანი (ბრაზილია) – 6:3, 6:4.
ოქსანამ და ანამ ნახევარფინალში ვიქტორია დიუვალსა და კატერინე ჰარისონს (ორივე – აშშ) სძლიეს – 6:3, 7:5. ჩელენჯერის გადამწყვეტ პაექრობაშიც მასპინძლები – უსუე არკონადა და ჯემი ლოები დაამარცხეს – 6:2, 4:6, 10:4 და მთავარი პრიზი მოიპოვეს.
წყარო: lelo.ge