1988 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილს გულის მძიმე დაავადება დაუდგინდა. ამის შესახებ მისმა ვაჟმა ინფორმაცია “ფეისბუქზე” გაავრცელა:
“ძვირფასო მეგობრებო, პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისა და თანადგომისათვის.
მოგეხსენებათ, რომ მამაჩემს, დავით ხახალეიშვილს დაუდგინდა გულის დაავადება, რომელსაც ესაჭიროება გულის გადანერგვის ოპერაცია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ქვემოთ მითითებულია ანგარიშის ნომრები, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ დახმარების გაწევის სურვილის შემთხვევაში.”
საბანკო კოდი – TBGBGE 22
მიმღების დასახელება – რევაზ ხახალეიშვილი
ანგარიში: GEL/USD/EUR: GE17TB7952845064300012
წყარო: sportall.ge