ქეცბაიას არასაფეხბურთო დაპირისპირება ომონიასთან და ლორიას მორიგი აღიარება

342

ფამაგუსტს “ანორთოსისი” ქართული ფეხბურთისთვი სტარტეგიულად მნიშვნელოვანი კლუბი გახდა, რადგან იქ 2 ქართველი მწვრთნელი და 5 ქართველი ფეხბურთელია. ამიტომ, ეს გუნდი და მასთან დაკავშირებული ამბები ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს

ქვილითაიას იმედად…

კვიპროსული გამოცემა “პროტატლიმა” იმედოვნებს, რომ ფამაგუსტის “ანორთოსისის” ახალწვეული, “გენტიდან” გადასული გიორგი ქვილითაია გუნდს გააძლიერებს და შეტევის ხაზი უფრო შედეგიანი გახდება.

“თუ ქვილითაია ავი ბომბარდირულ თვისებებს გამოავლენს, მაშინ “ანორთოსისის” დონე საგრძნობლ ამაღლდება. სწრედ ეს არ ჰყოფნის თემურ ქეცბაიას გუნდს. და თუ ეს მოხდება, მოედანზე სხვა გუნდს ვიხილავთ”, – წერს გამოცემა “პროტატლიმა”.

ლორია საუკეთესოა

გიორგი ლორია სექტემბერში საუკეთესო “სეივისთვის” დააჯილდოვეს, – ამ ინფორმაციას კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ლორიას მე-2 ტურში “პაფოსთან” კარგი თამაში დაუფასდა და Stoiximan Top Save-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. 71-ე წუთზე საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის “ანორთოსისის” მეკარემ რთული დარტყმის შემდეგ ბურთი მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.

ოფიციალური კენჭისყრის წყალობით, რომელიც კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის ვებგვერდზე მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრებისა და “ანორთოსისის” მეკარემ ხმების 37% მიიღო და ყველა კონკურენტი იოლად ჩამოიშორა.

ანორთოსისისა და ომონიას ახალი ომი

ამასობაში, კვიპროსის გასული წლის ჩემპიონ ნიქოზიის “ომონიასა” და ვიცე-ჩემპიონ “ანორთოსისს” შორის ნამდვილი სიტყვიერი და განცხადებების ომი დაიწყო. გასულ სეზონში ორივე გუნდმა თანაბარი ქულა დააგროვა – ჩემპიონატის განახლება ეპიდემოლოგიური მდგომარეობით გამორჩეულ კვიპროსზე სრულიად რეალური ჩანდა, მაგრამ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ტურნირი შეწყვიტა და ჩემპიონად “ომონია” გამოაცხადა, რამაც “ანორთოსისისა” და თემურ ქეცბაიას დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში ლარნაკას “სტადიო ანტონის პაპადოპულოსზე” ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი შეხვდა – “ანორთოსისმა” პრინციპულ მეტოქესა და მოქმედ ჩემპიონ “ომონიას” უმასპინძლა და მხოლოდ ქულა (1:1) მოიპოვა. ამ თამაშზე კომენტარი ქეცბაიამ გააკეთა და გასული წლის ამბები გაიხსენა.

დღეს თუ ვინმეს ეკუთვნოდა გამარჯვებაეს “ანორთოსისი” იყომაგრამ ჩვენ ისეთი მომენტები ვერ გამოვიყენეთრომლსაც საერთოდ ხელიდან არ უშვებენ ხოლმეიმედიაწელს მაინც გაირკვევა ჩემპიონი მოედანზე და ეს საკითხი ფურცელზე არ გადაწყდება, – ამით ქეცბაიამ მიანიშნა, რომ გასულ სეზონში “ომონიამ” ჩემპიონობა დაუმსახურებლად მოიპოვა.

ნიქოზიელთა პრეზიდენტმა პენალტი გაიხსენა

ქეცბაიას “ომონიას” მთავარმა მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა უპასუხა: ჩვენ (ფამაგუსტელებმა) არ მოგცეს საშუალება, რომ ჩემპიონობა ღირსეულად აგვენიშნა. ჩვენ არც დუბლის შესრულების შესაძლებლობა მოგვცეს”.

ქეცბაიას ნათქვამზე კომენტარი ნიქოზიელთა პრეზიდენტმა სტავროს პაპასტრავუმაც გააკეთა და მიანიშნა, რომ ბოლო შეხვედრაში ფამაგუსტელთა სასარგებლოდ პენალტის დანიშვნისას არბიტრი შეცდა:

“მან ისეთები თქვა, რისი თქმაც არ ღირდა და არ ვიმსახურებდით. მას კონკრეტულად ამ შეხვედრაზე არ ულაპარაკია და თქვა, რომ ჩვენ მოგვცცეს ის, რასაც არ ვიმსახურებდით. ის დარწმუნებულია, რომ ჩემპიონები წესების დარღვევით გავხდით? როც ჩემპიონატის მომავალზე დისკუსია გვქონდა, ვთქვით – თუ გინდათ, გავჩერდეთ, ან თუ გნებავთ, ჩემპიონატი აგვისტოში დავასრულოთ და სექტემბერში ახალი ჩემპიონატი დავიწყოთ-მეთქი. ნებისმიერი მწვრთნელი ან გუნდი, რომელსაც მოგონილ პენალტს უნიშნავენ, უნდა გაჩუმდეს და განაგრძოს გზა. ეს არის ლაპარაკირისი გამეორებაც არ მსურს. ყველას შეუძლია თქვას ის, რაც სურს.

წყარო: lelo.ge

SHARE