ქეცბაია მზადაა, კაჭარავა შემადგენლობიდან ამოაგდოს!.. რა ხდება სინამდვილეში

358

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაციათითქოს ნიკა კაჭარავას პოლონეთშიპოზნანის “ლეხში” იწვევენკვიპროსულმა გამოცემებმა ამ თემას საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმესთუმცა ამ წერილების შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავდება

ქეცბაია მზადაა…

…მაგალითად, გამოცემა philenews.com წერს, რომ ნიკა კაჭარავას ძირითად შემადგენლობაში, შესაძლოა, კონკურენტი გამოუჩნდეს.

ბოლო დროსპოლონეთში ბევრი ინფორმაცია გავრცელდათითქოსპოზნანის “ლეხი” ნიკა კაჭარავას ამ ქვეყანაში აბრუნებს.  ფამაგუსტის “ანორთოსისში” ამბობენრომ ამის შესახებ არაფერი იციან და რომ ქართველი თავდამსხმელის დათმობაზე არანაირი წინადადება არ მიუღიათ. 26 წლის ფეხბურთელი პოლონეთში სულაც არ არის უცხო. 2017-18 წლების სეზონში ის კილჩეს “კორონაში” თამაშობდა.

ანმაღალი ფორვარდისთვის ახლა გახურებული სეზონია, “ანორთოსისში” ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა მოიგო და თემურ ქეცბაია მას თავდასხმას ანდობსმას “ანორთოსისთან” კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება და ფამაგუსტელები თანამშრომლობის გახანგრძლივების წინაპირობას ამზადებენქართველ თავდამსხმელს სასაცილო თანხას უხდიდნენახლა ადმინისტრაცია იძულებული გახდაპირობები შეეცვალა“, – წერია philenews.com-ის წერილში.

ამავე დროს, გამოცემა წერს, რომ ქართველის თავზე შავი ღრუბლები მოიქუფრა: თემურ ქეცბაია ცდილობსგუნდის შემოქმედებითი მხარე გააუმჯობესოს და ამ მიზნით აპირებსდაიმატოს სავას გენცოღლუ და ანტონის პაპადოპულოსიეს ყველაფერი იმაზე მეტყველებსრომ ქართველი მწვრთნელი მზადააკაჭარავა შემადგენლობიდან ამოაგდოს“.

მილიონის საფასურად…

“ლარნაკა სპორტი” საპირისპიროს ამტკიცებს. გამოცემამ ფამაგუსტელთა ქართველ თავდამსხმელზე წერილი გამოაქვეყნა. ამტკიცებენ, რომ ნიკა კაჭარავა გუნდში რჩება და კლუბთან კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს. თან კაჭარავას სათადარიგოებში მოხვედრაზე სიტყვაც არ არის დაძრული.

ფამაგუსტის “ანორთოსისი” მალე ნიკა კაჭარავასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებსმხარეები პირობებზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაკეთდებამისი მომავლის შესახებ დაიწერათითქოს პოზნანის “ლეხია” დაინტერესებულიპოლონელი ჟურნალისტისკშიშტოფ სტანოვსკის პოსტმა Twitter- ზესადაც ის წერს ნიკა კაჭარავასადმი პოზნანელთა ინტერესზე, “ანორთოსისში” გარკვეული ხმაური და შეშფოთება გამოიწვია.

ქართველმა თავდამსხმელმა ჩვენს გამოცემასთან ექსკლუზიურად განაცხადარომსურს “ანორთოსისში” მაქსიმალურად დიდხანს დარჩესამიტომმხოლოდ მაშინ მიიღებს ოფიციალურ წინადადებასთუ ეს ფინანსურად ორივე მხარისთვის მისაღები იქნება“, – წერს გამოცემა.

“ლარნაკა სპორტმა” მოთამაშისა და კლუბის შეთანხმების დეტალებიც გაასაჯაროვა: კაჭარავამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებასრომლის თანახმადმას წელიწადში დაახლოებით 200 000 ევროს ანაზღაურება ექნებაასევე ექნება სხვადასხვა პრემიარაც პოტენციური წარმატებების შედეგი იქნებაარსებული ხელშეკრულებით კი მას ორ წელიწადში 100 000 ევრო უნდა მიეღოკაჭარავა კონტრაქტს 2022 წლამდე გააფორმებსეს იმის ფონზე ხდებაროცა ბოლო დღეებში ბევრი იწერება ქართველი თავდამსხმელისადმი პოზნანის “ლეხის” ინტერესზე.

მაგრამ არაფორმალური მენეჯერული ლაპარაკის გარდა, “ანორთოსისს” ოფიციალური წინადადება არ მიუღია. “ანორთოსისის” ადმინისტრაცია უკვე დიდი ხანია ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდარათა თანამშრომლობა გაეხანგრძლივებინაშევიტყვეთრომ მხარეები უკვე შეთანხმდნენ ორწლიან კონტრაქტზერომელიც უახლოეს 24 საათში გაფორმდება“.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც კვიპროსულმა გამოცემამ გაავრცელა, კაჭარავას სატრანსფერო ფასს ეხება: აღსანიშნავიარომ ნიკას ძველ კონტრაქტში წერია პუნქტირომლის მიხედვითაცმისი წაყვანის მსურველმა კლუბმა ტრანსფერის გამოსასყიდად მილიონი ევრო უნდა გადაიხადოსარსებული ვითარებისა და მისი კონტრაქტის განახლების გათვალისწინებითსავარაუდოდეს ციფრი შემცირდება“.

პრიზი დეკემბრის საუკეთესო მოთამაშეს

არ ინერვიულოთარსად არ წავალამ გუნდში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩები“, – ამბობს ფამაგუსტელთა ქართველი თავდამსხმელი.

ამავე დროს, გამოცემა წერს, რომ კაჭარავამ დეკემბრის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი  საგანგებო პრიზი “ლარნაკა სპორტისა” და “პრინც ოლივერის” მაღაზიების ქსელისგან მიიღო, რომლებმაც ეს პრიზი ერთობლივად დააწესეს.

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!

ქართველმა თავდამსხმელმა “ლარნაკა სპორტთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თავადაც განაცხადარომ  “ანორთოსისში” დარჩენა გადაწყვიტა

გთავაზობთ ამ ინტერვიუს საინტერესო ფრაგმენტებსსადაც კაჭარავამ თავის მომავალზეც ღიად ილაპარაკა და იმაზეცთუ რა სურს ქეცბაიას მისგან

– დეკემბერში 3 გოლი გაიტანეთ და “ლარნაკა სპორტისა” და “პრინც ოლივერის” მაღაზიების ქსელის ერთობლივი პრიზი მოიგეთამ აღიარების შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?

– მთავარია, ამ თვეში ბევრი თამაში მოვიგეთ. გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. ერთ-ერთ მიზეზი, რის გამოც 3 გოლი გავიტანე, ის არის, რომ გუნდი მეხმარება. ჩვენ ერთსულოვნები ვართ და ყოველთვის კარგია, როცა გაგაქვს. კიდევ უფრო კარგია, როცა გაიტან და გუნდიც იგებს.

– ასევე მნიშვნელოვანიარომ ახლა გუნდისთვის საჭირო მოთამაშე ხართ

– ეს არის სტიმული იმისთვის, რომ უკეთ ვითამაშო. ვგრძნობ, გუნდი და “ანორთოსისის” სამწვრთნელო სტაფი ერთი ოჯახია. მე კი ამ ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ.

– წელს გუნდში ცვლილებას ვხედავთთქვენი აზრითრა შეიცვალა “ანორთოსისში“?

– ყველაფერი შეიცვალა. გუნდში ბევრი ახალი მოთამაშე, ახალი თანამშრომელი და ახალი მწვრთნელი მოვიდა. რაც მთავარია, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ მოედანზეც და მის მიღმაც. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, რადგან ჩვენ ერთმანეთისთვის ვიბრძვით და ვთამაშობთ.

– მწვრთნელ ქეცბაიასგან დიდი მოთხოვნებია?

– დიახ (იცინის). მას მოსწონს, როცა ფეხბურთელები თამაშისთვის 100 პროცენტით არიან მობილიზებულები – 99 პროცენტიც კი საკმარისი არ არის. თქვენ ქეცბაიასთან 99 პროცენტით თამაშს ვერ შეძლებთ, ის ყველასგან 100-პროცენტს ითხოვს და ეს მიიღო კიდეც.

– “ანორთოსისი” პირველ ადგილზე ამიტომაა?

– დიახ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ პირველები ვართ.

– გუნდში ბევრი რამ შეიცვალა და ბევრი ახალი სახე გამოჩნდა – ანალიტიკოსიმწვრთნელებისკაუტები და კიდევ ბევრი სხვა

– ისინი ფეხბურთში ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, როგორც – მოთამაშეები. ისინი მზად უნდა იყვნენ თამაშისთვის და ყველაფერი უნდა გაიღონ, რომ ჩვენ სათამაშოდ და სავარჯიშოდ საუკეთესო პირობები შეგვიქმნან. ანალიზით, ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, მოწინააღმდეგისგან რას უნდა ველოდოთ. ჩვენ რეგულარულად ვემზადებით და ეს არ არის მხოლოდ ის ვარჯიშები, რასაც ხალხი ხედავს. ეს არის ყოველდღიური უმძიმესი სამუშაოს შედეგი, რომელიც თამაშამდე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.

– წლის ბოლოს კლუბთან თქვენი კონტრაქტი იწურებაადმინისტრაციასთან ამის შესახებ არ ისაუბრეთ?

– მე არ ვნერვიულობ! არსად არ წავალ და ამ გუნდში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩები.

– მიმდინარე სეზონში ყველაფერი იმაზე მეტყველებსრომ გუნდი ევროთასებზე ითამაშებსეს მნიშვნელოვანია?

– რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი და ყველაფრის გასაღები. ჯერ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავიღოთ, ჩემპიონობა რომ მოვიპოვოთ, შემდეგ კი ვნახოთ…

– გულშემატკივრებს რას ეტყოდით?

– იყავით ჩვენს გვერდით ისევე, როგორც ახლა ხართ. როცა შინ ვთამაშობთ, სტადიონი გადაჭედილია. ახლა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.

წყარო: lelo.ge

SHARE