ყაზაიშვილი შეუჩერებელია: ისევ გოლი და საგოლე პასი ზლატანის „გალაქსისთან“

424

საქართველოს ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კვლავ დიდებულ ფორმაშია და ამერიკულ MLS-ში მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა.

ლოსა ანჯელესში, „გალაქსისთან“ „სან ხოსემ“ პირველი ტაიმი წააგო (0:1), მაგრამ მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხა შეიტანა და 3:1 იმარჯვა. ეს დიდწილად ჩვენებურს დამსახურებაა.

61-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდნა გაისროლა და მეკარეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა, ხოლო სამი წუთის შემდეგ არანაკლებ ეფექტური გარჯის შემდეგ ჰუსენს საგოლედ უპასა. დარჩენილ დროში მიწისძვრებმა“ მესმე გოლიც გაიტანეს, რაც პრაქტიკულად ვაკოს დამსახურებაა.

ყაზაიშვილმა დიდებულად ითამაშა, რამდენმე ფეხურთელს თავი დააღწია და მეკარეს ბურთს თავზე უგდებდა, თუმცა ოპონენტმა აჯობა, საბოლოოდ “გალაქსის” კიპერის მოგერიებულს ჯექსონ იუელმა შედეგიანად დაამატა.

სხვათა შორის, ეს გუნდები ორიოდ კვირის წინაც შეხვდნენ და ყაზაიშვილმა მაშინაც გოლი+საგოლე პასი მიითვალა.

უშუალოდ დღევანდელ შეხვედრაში ვაკოს დარად შეუცვლელად გაისარჯა გურამ კაშია, რომელმაც დაცვის ცენტრში ითამაშა. „სან ხოსე“ დასავლეთ კონფერენციაში 31 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, ყაზაიშვილმა კი ბოლო 7 მატჩში მეშვიდე გოლი გაიტანა.

წყარო: worldsport.ge

SHARE