29 წლის ქართველი მორკინალი შალვა მამუკაშვილი კარიერას ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბ “ლესტერ ტიაგერსში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
“შალვა გამოცდილი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ჩვენი წინა ხაზის განსაკუთრებული წევრი იქნება. ჩვენს გუნდში მორკინალებს მთელი მსოფლიოდან უთამაშიათ და დარწმუნებულნი ვართ, მამუკაშვილი “ტაიგერსის” წარმატებული ლეგიონერი იქნება.
70-ზე მეტ შეხვედრას ეროვნულ გუნდში მოთამაშე ვერ ჩაატარებს, თუ ის შრომისმოყვარე, მოტივირებული პროფესიონალი არაა და მასთან შეხვედრებისას ჩვენ ეს ყველაფერი დავინახეთ.
გულშემატკივრები აღფრთოვანებულები დარჩებიან კლუბში შალვას მოსვლით, იმით, რასაც ის კლუბს მოედანზე და მის მიღმა მოუტანს”, – განაცხადა “ლესტერ ტაიგერსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯორდან მერფიმ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 სეზონში “ტაიგერსს” ტიტული არ მოუპოვებია, კლუბი ინგლისური რაგბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გახლავთ. “ლესტერს” ინგლისის პრემიერშიფის შექმნიდან მოყოლებული, არასდროს დაუტოვებია უმაღლესი დივიზიონი და 33 სეზონში ჩემპიონობა 10-ჯერ მოიპოვა.
წყარო: sportall.ge