შენგელიამ ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა

498

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გაიმართა ნახევარფინალური ეტაპი. კორონავირუსის გამო ივნისში გადაწყდა ორკვირიანი შეჯიბრების ჩატარება, რომლის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” და ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელის, თად მაკფადენის “ბურგოსმა” “რეალი” დაამარცხა და ნახევარფინალში “ბარსას” დაუპირისპირდა. ფინალის საგზური კატალონიელებმა მოიპოვეს, როლებმაც “ბურგოსი” 98:84 დაამარცხეს. მაკფადენმა 26 წუთში 10 ქულა და 3-3 მოხსნა-პასი გაიფორმა.

მეორე ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” მასპინძელ “ვალენსიას” “დაეჭიდა”. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ბასკებს დარჩათ – 75:73. გადამწყვეტ მომენტში მოედანზე იყო თორნიკე შენგელია, რომელიც “ბასკონიას” წარატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ.

მან 27 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თოკოს ანგარიშზე 6-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 8-დან 1 საჯარიმოა.

ფინალი, “ბასკონია”-“ბარსელონა” 30 ივნისს გაიმართება.

წყარო: lelo.ge

SHARE