შენგელიას რეკორდი და საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთი ესპანეთის ჩემპიონატში

412

თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მე-8 ტურში “ბასკონიამ” სტუმრად 92:79 დაამარცხა “მონბუსი” და თორნიკე საუკეთესო იყო.

მან 34 წუთში 29 ქულა (14-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 29 ქულა ესპანეთში მისი სარეკორდო მაჩვენებელია.

ის მატჩის ბომბარდირი და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP გახდა. აღსანიშნავია, რომ პირველი პერიოდის ბოლო წამზე შენგელიამ საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო ბურთი.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 26 წუთში “ბასკონიას” 11 ქულით შეეწია.
“ბასკონია” 4 მოგებით მე-6 ადგილზეა და 17 ნოემბერს “ფუენლაბრადას” უმასპინძლებს.

წყარო: lelo.ge

SHARE