შერმადინმა ილიას ზუროსი ძალიან ანერვიულა

268

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე მატჩში იმარჯვა გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”. კანარის კუნძულელებმა ილიას ზუროსის “პერისტერის” უმასპინძლეს და 72:68 მოუგეს.

სამიდან სამი გამარჯვებით ქართველი ცენტრის გუნდი ჯგუფის ლიდერია. 8-გუნდიანი ჯგუფიდან 4 ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გადის.

შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო. 23:53 წუთში მან 11 ქულა, 7 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11 იყო. გამარჯვებულებში საუკეთესო დანი დიესი იყო 16 ქულით.

მოგების მიუხედავად, ეს შერმადინისთვის ყველაზე მოკრძალებული მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე – პირველ ტურში მან 24 ქულა ჩააგდო, მეორეში – 19.
ტენერიფე 5 ნოემბერს “ნიმბურკს” (ჩეხეთი) ესტუმრება.

მატჩის შემდეგ გიორგი შერმადინი და ილიას ზუროსი ერთმანეთს სასტუმროში შეხვდნენ, საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკეს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

წყარო: lelo.ge

SHARE