შვეიცარიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი კომოს ტბაში ბანაობისას დაიკარგა

433

შვეიცარიის ქალთა ნაკრებისა და ბერნის „იანგ ბოიზის“ კაპიტანი ფლორიანა ისმაილი კომოს ტბაში დაიკარგა. იტალიური მედიის ცნობით, ინციდენტი შაბათს მოხდა, ფეხბურთელი კომოს ტბაში ბანაობდა, მაგრამ გაუჩინარდა.

მისი სამძებრო სამუშოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. პოლიციამ კი ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა:

„პოლიცია აგრძელებს სამძებრო სამუშაობს და იმედი არ დაგვიკარგვას, რომ ვიპოვით, დაკარგულის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით და ინფორმაციას დაუყოვნებლივ მივაწვდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

24 წლის ისმაილი შვეიცარიის ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობდა და 14 მატჩში 3 გოლის ჰქონდა გატანილი.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE