ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძის მიმართ ინტერესს თურქული სუპერლიგის კლუბი “გიოზტეპე” იჩენს და იზმირული კლუბის პირველი არჩევანი სწორედ ის გახლავთ.
აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე თურქული გამოცემა ავრცელებს. “გიოზტეპეს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტამერ ტუნა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს გუნდიდან და ახალი დამრიგებლის პოვნა კლუბის პრეზიდენტ მეჰმეტ სეპილს ძალიან მალე სურს.
მეორე კანდიდატად, ლევან შენგელიან “ქონიასპორის” მთავარი მწვრთნელი აიტუკ კოჯამანი განიხილება, თუმცა “ქონიაში” კოჯამანის გაშვებას არ აპირებენ.
“გიოზტეპე” 9 ტურის შემდეგ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა. ხოლო შოთას გაწვრთნილმა “ფახთაქორმა” 23 თამაშიდან 21 მოიგო და წაუგებლად ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მოიპოვა ჩემპიონობა.
შოთა არველაძე თურქეთის პრემიერ ლიგაში აქამდე უკვე მუშაობდა. შოთა “კაიზერსპორს”, “ქასიმფაშასა” და “ტრაბზონსპორს” წვრთნიდა.
წყარო: sportall.ge