“ტრაბზონსფორის” ფორვარდმა ალექსანდრ სორლოტმა თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში დუბლი შეასრულა და შოთა არველაძის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა, რომელსაც, ინგლისური მედიის ცნობით, მადრიდის “რეალი” აკვირდება, სხვადასხვა ტურნირში გატანილი გოლების რაოდენობა 30-მდე “დაამრგვალა”. სორლოტმა თურქეთის ლიგაში 23 გოლი გაიტანა, 6 – თურქეთის თასზე და ერთიც – ევროპალიგაზე.
თუ ის დარჩენილ სამ ტურში ერთ გოლს მაინც თუ გაიტანს, “ტრაბზონსფორის” ისტორიაში დღემდე საუკეთესო ბომბარდირის, ქართველის თავდამსხმელის რეკორდს გააუმჯობესებს.
შოთას მიღწევა მთელი 24 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სარეკორდო შედეგი 1995/96 წლების სეზონში აჩვენა. არველაძემ სეზონის განმავლობაში 30 გოლი გაიტანა, მათგან 25 – თურქეთის ჩემპიონატში.
წყარო: lelo.ge