ჩაკვეტაძე ძალიან მძიმე ტრავმას გადაურჩა

441
Mandatory Credit: Photo by STEPHANIE LECOCQ/EPA-EFE/Shutterstock (10777855u) Giorgi Chakvetadze of KAA Gent (L) and Richard Strebinger of Rapid Wien fall during the UEFA Champions League, third qualifying round match between KAA Gent and SK Rapid Wien at the Ghelamco Arena in Gent, Belgium, 15 September 2020. KAA Gent vs Rapid Wien, Belgium - 15 Sep 2020

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა ბელგიურმა „გენტმა“, რომელმაც შინ 2:1 მოუგო ვენის „რაპიდს“. ამ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, ვინც დიდებული სოლორეიდის შემდეგ თერთმეტმეტრიანი მოუპოვა თავის გუნდს, თუმცა იმ ეპიზოდში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

„თავიდან მეგონა, რომ ტრავმა სერიოზული იყო, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ის კარგად გამოიყურებოდა და ეს მაიმედებს. ჩემი აზრით, ცუდი მდგომარეობა არაა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.“ – თქვა „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა.

„რაპიდთან“ შეხვედრაში ჩაკვეტაძემ დიდებულად ითამაშა, თუმცა ერთხელაც გვაჩვენა, რომ ის „შუშის კაცია“. კიევის „დინამოსთან“ მატჩი რთული იქნება. „გენტმა“ უნდა ილოცოს იმისათვის, რომ ჩაკვეტაძე მზად იყოს.“ – წერს voetbalprimeur-ი.

ექიმებმა პირველადი დასკვნა უკვე დადეს. მათი ვერდიქტი ასეთია: ჩაკვეტაძეს არ უტკენია ნაოპერაციები მუხლი. საქმე გვაქვს კუნთის დაჟეჟილობასთან, არის ჰემატომა. მოკლედ, უდიდესი ალბათობით, გიორგი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა…

წყარო: lelo.ge

SHARE