სამშაბათსა და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებია. გუნდების ერთმა ნაწილმა უკვე გაინაღდა პლეი ოფის საგზური, მაგრამ ისეთებიც დარჩნენ, რომელთაც ამისთვის დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ.
სხვათა შორის, პლეი ოფის საგზური ჯერ არც ტურინირის ბოლო გამარჯვებულ “ლივერპულს” გაუნაღდებია…
ტრადიციულად, ტურის წინ შემოგთავაზებთ, ვის რა სჭირდება პლეი ოფში გასასვლელად და ვის აქვს შანსი, გააგრძელოს ბრძოლა ევროპალიგაზე (იქაც პლეი ოფში).
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჯგუფებიდან პირველი ადგილებით გავიდნენ: “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, “იუვენტუსი” და პსჟ, გავიდნენ ასევე “ლაიპციგი”, “რეალი”, “ტოტენჰემი”.
ჯგუფებიდან ვერ გავიდნენ: “ცრვენა ზვეზდა”, “ბენფიკა”, “ბრიუგე”, “გალათასარაი”, “ოლიმპიაკოსი”, ხოლო ბოლო ადგილებზე დარჩნენ “გენკი”, “ლილი”, “ლოკომოტივი”, “სლავია”.
ჩემპიონთა ლიგა ჯგუფური ეტაპი | ||||||
E ჯგუფი | ||||||
ბოლო ტური | ||||||
10 დეკემბერი | ||||||
ზალცბურგი-ლივერპული | 21:55 | |||||
ვერ ითამაშებენ: ბერნედე, ფარკაში, კოიტა (ზალცბურგი) – კლაინი, ფაბინიო, მატიპი (ლივერპული)
საეჭვოა: ლალანა, ლოვრენი, ვეინალდუმი (ლივერპული) |
||||||
ნაპოლი-გენკი | 21:55 | |||||
ვერ ითამაშებენ: ალანი, მალკუიტი (ნაპოლი) – ჰეინენი, ვუკოვიჩი (გენკი)
საეჭვოა: გულამი, კულიბალი, მილიკი, ტორნელი (ნაპოლი) – ურონენი, ზებლი (გენკი) “ლივერპულს” პლეი ოფში გასასვლელად “ზალცბურგთან” ფრეც ჰყოფნის, ხოლო თუ “ნაპოლი””გენკთან” დამარცხდება, მერსისაიდელები ნებისმიერ შემთხვევაში გავლენ ჯგუფიდან. ფრე პლეი ოფის საგზურს მოუტანს “ნაპოლისაც”. თუ პარალელურ შეხვედრაში “ზალცბურგი” ვერ მოუგებს “ლივერპულს”, იტალიელები ნებისმიერი შედეგის მიუხედავად გავლენ მომდევნო ეტაპზე. თავის მხრივ, “ზალცბურგს” მომდევნო ეტაპზე გასასვლელად “ლივერპულის” დამარცხება სჭირდება, პარალელურ მატჩში კი “ნაპოლიმ” ქულები უნდა დაკარგოს “გენკთან”. თუ “ნაპოლი” მოუგებს ბელგიურ კლუბს, “ზალცბურგმა” “ლივერპული” იმაზე უკეთესი ანგარიშით (ორბურთიანი სხვაობით, ან ერთბურთიანი სხვაობითა და ნაკლები გოლით – 1:0, 2:1, 3:2) უნდა დაამარცხოს, ვიდრე ამ გუნდების პირველ მატჩში დაფიქსირდა (4:3 “ლივერპულის” სასარგებლოდ). “გენკს” ჯგუფში ბოლო ადგილი გარანტირებული აქვს. |
||||||
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
1. ლივერპული | 5 | 3 | 1 | 1 | 11:8 | 10 |
2. ნაპოლი | 5 | 2 | 3 | 0 | 7:4 | 9 |
3. ზალცბურგი | 5 | 2 | 1 | 2 | 16:11 | 7 |
4. გენკი | 5 | 0 | 1 | 4 | 5:16 | 1 |
F ჯგუფი | ||||||
ბოლო ტური | ||||||
10 დეკემბერი | ||||||
ინტერი-ბარსელონა | 23:55 | |||||
ვერ ითამაშებენ: ბარელა, ალექსის სანჩესი (ინტერი) – უ. დემბელე (ბარსელონა)
საეჭვოა: გალიარდინი, სენსი (ინტერი) – სემედუ (ბარსელონა) |
||||||
დორტმუნდი-სლავია | 23:55 | |||||
ვერ ითამაშებენ: დელენი, შმელცერი (დორტმუნდი) – ჰოვორკა, ჰრომადა (სლავია)
საეჭვოა: ბრუუნ-ლარსენი (დორტმუნდი) |
||||||
“ბარსელონამ” ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. “ინტერი”, მოგების შემთხვევაში, გავა მერვედფინალში. იტალიელები პლეი ოფის საგზურს იმ შემთხვევაშიც მოიპოვებენ, თუ “დორტმუნდზე” უარეს შედეგს არ დააფიქსირებენ, რადგან მილანელებს გერმანელებთან ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.
“დორტმუნდმა” ქულებით უნდა გაუსწროს “ინტერს”, რათა მოიპოვოს პლეი ოფის საგზური. “სლავია” ბოლო ადგილს ვერ ასცდება. |
||||||
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
1. ბარსელონა* | 5 | 3 | 2 | 0 | 7:3 | 11 |
2. ინტერი | 5 | 2 | 1 | 2 | 9:7 | 7 |
3. დორტმუნდი | 5 | 2 | 1 | 2 | 6:7 | 7 |
4. სლავია | 5 | 0 | 2 | 3 | 3:8 | 2 |
G ჯგუფი | ||||||
V ტური | ||||||
ბოლო ტური | ||||||
10 დეკემბერი | ||||||
ბენფიკა-ზენიტი | 23:55 | |||||
ვერ ითამაშებენ: რ. სილვა (ბენფიკა) – კუზიაევი, მალკომი, მამანა, რაკიცკი (ზენიტი)
საეჭვოა: ალმეიდა, ტავარეში (ბენფიკა) – დრიუსი, ლუნევი, ჟირკოვი, ზუიკოვი (ზენიტი) |
||||||
ლიონი-ლაიპციგი | 23:55 | |||||
ვერ ითამაშებენ: დიუბუა, კონე (ლიონი) – კამპლი, კონატე, ორბანი (ლაიპციგი)
საეჭვოა: კორნე, რაფაელი, ტატარუშანუ (ლიონი) – ადამსი, ი. პოულსენი (ლაიპციგი) |
||||||
“ლაიპციგი” ჯგუფიდან გავიდა, “ლიონთან” ფრის შემთხვევაში კი სულაც პირველ ადგილს გაინაღდებს.
“ზენიტი” ლისაბონში “ბენფიკასთან” მოგებისა და, ამავე დროს, “ლაიპციგთან” “ლიონის” ვერმოგების შემთხვევაში გადის ჯგუფიდან. თუ ამ ჯგუფში ორივე მატჩში ფრედ დასრულდება, მომდევნო ეტაპზე “ზენიტი” გავა, ვინაიდან ურთიერთშეხვედრებში მათ უპირატესობა აქვთ “ლიონთან.” “ლიონი” თუ “ლაიპციგს” მოუგებს, არამარტო პლეი ოფის საგზურს, ჯგუფში პირველ ადგილსაც გაინაღებს. თუ “ზენიტი” წააგებს “ბენფიკასთან”, ასეთ შემთხვევაში ფრანგებს მერვედფინალში გასასვლელად ფრეც ეყოფათ. “ბენფიკას” პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. |
||||||
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
1. ლაიპციგი* | 5 | 3 | 1 | 1 | 8:6 | 10 |
2. ზენიტი | 5 | 2 | 1 | 2 | 7:6 | 7 |
3. ლიონი | 5 | 2 | 1 | 2 | 7:6 | 7 |
4. ბენფიკა | 5 | 1 | 1 | 3 | 7:11 | 4 |
H ჯგუფი | ||||||
ბოლო ტური | ||||||
10 დეკემბერი | ||||||
აიაქსი-ვალენსია | 23:55 | |||||
ვერ ითამაშებენ: ბანდე, ლაბიადი, ნერეში, პრომესი (აიაქსი) – გარაი, კონდოგბია, პიჩინი (ვალენსია)
საეჭვოა: ჩერიშევი, დიახაბი, გედეში, ლი კანგინი (ვალენსია) |
||||||
ჩელსი-ლილი | 23:55 | |||||
ვერ ითამაშებენ: ლოფტუს-ჩიკი, ვან გინკელი (ჩელსი) – ვეა (ლილი)
საეჭვოა: რიუდიგერი (ჩელსი) – მანდავა, სუმაორო (ლილი) |
||||||
“აიაქსს” პლეი ოფში გასასვლელად ფრე ან პარალელურ მატჩში (“ლილი”-“ჩელსი”) “ჩელსის” ქულების დაკარგვაც ესაჭიროება.
“ვალენსიას” პლეი ოფში გასასვლელად ამსტერდამში მოგება, ან “ჩელსიზე” უკეთესი შედეგის მიღწევა სჭირდება. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ესპანელები ურთიერთშეხვედრებში ლონდონელებს სჯობნიან. “ჩელსი” თუ “ლილს” მოუგებს, პლეი ოფში გადის. ლონდონელებს “ვალენსიას” წაგების შემთხვევაში, ფრეც აძლევთ ხელს. “ლილმა” ჯგუფური ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა. |
||||||
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
1. აიაქსი | 5 | 3 | 1 | 1 | 12:5 | 10 |
2. ვალენსია | 5 | 2 | 2 | 1 | 8:7 | 8 |
3. ჩელსი | 5 | 2 | 2 | 1 | 9:8 | 8 |
4. ლილი | 5 | 0 | 1 | 4 | 3:12 | 1 |
შენიშვნა: * აღნიშნული გუნდები გავიდნენ პლეი ოფში
წყარო: lelo.ge