UFC-ის მებრძოლი რომან დოლიძე უკრაინულ მედიას ესაუბრა, სადაც ამ ორგანიზაციაში თავის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქ წარმატება მისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი არ არის. ამასთან, ოდესაში მცხოვრებმა ქართველმა სპორტსმენმა უკრაინის მიმართ თავის დამოკიდებულებაზეც ილაპარაკა.
“ბევრისთვის UFC ოცნების მწვერვალია, მაგრამ ჩემთვის ის არასდროს ყოფილა უმთავრესი. არ მიოცნებია, გავმხდარიყავი UFC-ის მებრძოლი. ყოველთვის მიზნად ვისახავ იმას, რომ ვიყო საუკეთესო იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ და რადგან MMA-ში გამოვდიოდი, UFC-ში მოხვედრა ჩემი დონის მაჩვენებელი იყო.
აქ მოხვედრის შემდეგ, მინდა ვიყო საუკეთესო და გამოვიდე საუკეთესოებთან. მაგრამ ცხოვრებაში არსებობს სხვა ბევრი მიზანი და ამოცანა, რომელთა შესრულებას პარალელურად ვცდილობ. ერთმნიშვნელოვნად – ცხოვრებაში მთავარი ბრძოლა არაა”, – ამბობს ქართველი მებრძოლი, რომელმაც ორგანიზაციის ეგიდით გამართულ სადებიუტო შეხვედრაში რუს ხადის იბრაგიმოვს ნოკაუტით სძლია.
32 წლის დოლიძე, რომელიც ბათუმშია დაბადებული, მაგრამ წლებია უკრაინაში ცხოვრობს, ამ ქვეყანას თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევს.
“ჩემი სპორტული ცხოვრება უკრაინაში დაიწყო. საქართველოში არც MMA-ში გამოვსულვარ და არც ჭიდაობაში. ყველაფერს უკრაინაში და უკრაინის წყალობით მივაღწიე. ამისთვის ამ ქვეყნის უზომოდ მადლიერი ვარ და ყველასთან ვამბობ, რომ ის ჩემი მეორე სამშობლოა”, – აცხადებს სპორტსმენი.
წყარო: popsport.com