საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებებმა 14-16 მაისს დიდი წარმატებით იასპარეზეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, კონსტანტინ ალექსანდრუსა და იოან პოპოვიჩის მემორიალში: თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 15, ბერძენ-რომაელებმა კი 9 მედალი მოიპოვეს და ორივე ნაკრებმა გაიმარჯვა საერთო გუნდურ ჩათვლაში. გია კვინიკაძის დამოძღვრილი „თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მონაგარი 7 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაოა, ხოლო ხვიჩა ქორიძის გაწვრთნილებმა 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო დაისაკუთრეს.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალ ჭიდაობაში იმ სამ წონაში, სადაც ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ, ქართული ფინალი გაიმართა – 55, 80 და 110 კილოგრამებში. თანაც, 55-ში ლუკა ღვინჯილიამ, ხოლო მძიმეში ზურაბ რომელაშვილმა რევანში აუღეს თანაგუნდელებს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის, თორნიკე სამხარაძემ კი საქართველოს ჩემპიონატშიც გაიმარჯვა.
თავისუფალი ჭიდაობა.
I ადგილი
45 კგ. მალხაზ ხელაია
48 კგ. რევაზ მარსაგიშვილი
51 კგ. ნიკოლოზ ბეშიძე
55 კგ. ლუკა ღვინჯილია
65 კგ. გიორგი გოგრიჭიანი
80 კგ. თორნიკე სამხარაძე
110 კგ. ზურაბ რომელაშვილი
II ადგილი
55 კგ. თამაზ სულამანიძე
80 კგ. გიორგი სურმანიძე
110 კგ. გიგა შავაძე
III ადგილი
48 კგ. ნიკოლოზ ხვედელიძე
51 კგ. არშაკ ლულუკიანი
60 კგ. საბა კობახიძე, გიორგი აბულაშვილი
92 კგ. თამაზ ნიკოლეიშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
I ადგილი
45 კგ. ანრი ხოზრევანიძე
55 კგ. თამაზ ღლონტი
65 კგ. ანრი ფუტკარაძე
80 კგ. არჩილ ბოლქვაძე
92 კგ. გორ აივაზიანი
II ადგილი
48 კგ. თორნიკე ვაშაყმაძე
55 კგ. თორნიკე შაინიძე
71 კგ. თორნიკე მიქელაძე
III ადგილი
110 კგ. დავით მგელაძე