UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ხაბიბის და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის დრო და ადგილი გაამხილა. ბრძოლა ოქტომბერში უნდა შედგეს.
მამის გარდაცვალებისა და ტონი ფერგიუსონთან ჩაშლილი ჩხუბის შემდეგ, ეს ხაბიბის პირველი გამოსვლა იქნება თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ. დანა უაითის თქმით, ოქტომბერში სხვა მნიშვნელოვანი ბრძოლებიც გაიმართება.
დანა უაითი: “ოქტომბერში ხაბიბ ნურმაგომედოვი იჩხუბებს. ჩვენ ასევე ვილაპარაკეთ ისრაელ ადესანიას და პაულო კოსტას ჩხუბზე. ეს ბრძოლაც შედგება. ყველა მნიშვნელოვანი და დიდი ბრძოლა, რომელშიც ჩემპიონი პრეტენდენტს დაუპირისპირდება, სავარაუდოდ აბუ დაბიში “მებრძოლთა კუნძულზე” გაიმართება”.
ხაბიბის წინა ბრძოლა დასტიენ პორიეს წინააღმდეგ ასევე აბუ დაბიში გაიმართა. კორონავირუსის ფაქტორის გარდა, გეიჯისთან ჩხუბისთვის ამ ლოკაციას ხელს ისიც უწყობს, რომ ხაბიბი ისლამურ სამყაროში განსაკუთრებით პოპულარულია.
წყარო: popsport.ge