ხაბიბ ნურმაგომედოვი: ტონი ფერგიუსონს მაგრად ვცემ…

573

UFC-ის ჩემპიონმა საშუალო წონაში, ლეკმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ტონიუ ფერგიუსონთან თავის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ჩემს შანსებს ყოველთვის მოწინააღმდეგეებზე მაღლა ვაყენებ. მე ჭიდაობა უკეთესად შემიძლია და არც ძირს დავვარდნილვარ, მის კარიერაში კი ნოკდაუნები იყო. ძალიან ძლიერი დარტყმების მიყენებაც შემიძლია და ფერგიუსონს განსაკუთრებით მაგრად ვცემ”, – ციტირებს ნურმაგომედოვის სიტყვებს სააგენტო TASS-ი.

ხაბიბსა და ტონი ფერგიუსონს შორის ბრძოლა 2020  წლის 18 აპრილს, ნიუ-იორკში გაიმართება.

წყარო: sportall.ge

SHARE