ხარაიშვილის პირველი შვედური ტიტული – „გიოტებორგი“ თასის მფლობელია

330
საქართველსო ნაკრებისა და შვედური „გიოტებორგის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილის პირველი უცხოური ტიტულის მფლობელი გახდა.
მისი კლუბი, „გიოტებორგი“, შვედეთის თასის ფინალში გავიდა, სადაც „მალმეს“ შეხვდა და პირველი ტაიმის შემდეგ 0:1-ს აგებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს მეტოქეს თასი გამოგლიჯა – 86-ე წუთზე პატრიკ ლარსონ-ლაგემურმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 90+4-ე წუთზე ალექსანდრე ფარნერუდმა „გიოტებორგს“ გამარჯვება და ნანატრი ტიტული მოუტანა – 2:1.
შვედეთის თასის მოგებით „გიოტებორგმა“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდმა ბოლოს ტიტული 2015 წელს მოიპოვა – „გიოტებორგი“ მაშინაც თასის მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გუნდის ფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა – საწყის ეტაპზე პირველი ორი მატჩი „გიოტებორგმა“ ქართველის გოლებით მოიგო – მაგრამ ფინალი ხარაიშვილმა გამოტოვა. როგორც ცნობილი გახდა, ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია.

წყარო: 1tv.ge

SHARE