26 წლის ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა საფრანგეთის ლიგა 2-ის “გრენობლთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ამის შესახებ ფეხბურთელმა “პირველ არხთან” განაცხადა.
ჯიღაურის მიერ ფრანგული კლუბის დროზე ადრე დატოვების მიზეზი ისაა, რომ იშვიათად ათამაშებდნენ.
მან განაცხადა, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსითაა, სამშობლოში ჯერ არ დაბრუნდება და აგენტის დახმარებით ახალ ევროპულ გუნდს მონახავს.
ჯაბა ადრე თბილისის “დინამოს”, “ჩიხურას”, “ვარდარის” და “ორდაბასის” ღირსებას იცავდა.
წყარო: sportall.ge