ჯანო ანანიძე სადებიუტო მატჩში სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

415

ჯანო ანანიძემ კვიპროსის “ანორთოსისის” შემადგენლობაში პირველად ითამაშა. თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში (პირველი მატჩი 0:0) თემურ ქეცბაიას გუნდმა შინ 3:0 მოუგო ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

ჯანო 56-ე წუთზე ნიკა კაჭარავას ნაცვლად შევიდა მოედანზე. მას ქომაგები ტაშით შეხვდნენ. 90 წუთი ითამაშა ბუბა დაუშვილმაგიორგი ლორიამ დაისვენა, თორნიკე ოქრიაშვილი კი ტრავმირებულია.

თამაშის დასრულებას ოთხი წუთი აკლდა, როცა ჯანოს მეტოქე გუნდის პორტუგალიელი შემტევი როჟერიო ეუხეშა. შეიძლება ითქვას, ანანიძე ტრავმას გადაურჩა, როჟერიომ მინდვრიდან მიაბრძანეს.

წყარო: lelo.ge

SHARE