ჯანო ანანიძე: 5 წელი ბაზაზე ვცხოვრობდი – მალე ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები აქვს, მე კი მზად არ ვარ

402
championat-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში “სპარტაკიდან” “ანორთოსისში” გადასულმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს.

 

– “სპარტაკში” მთავარი ვეტერანი იყავით. როდის მიხვდით, რომ ისტორია დასასრულს უახლოვდებოდა?
– ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მწვრთნელი კონონოვი იყო. როცა “სპარტაკში” მოვიდა, მითხრა, რომ მათამაშებდა. ვარჯიშს ვაგრძელებდი, მჯეროდა, რომ შემადგენლობაში ჩემს დაყენებას დაიწყებდნენ. დრო გადიოდა, ის კი მოედანზე არ მიშვებდა. ამასთან, ფორმაში ვიყავი და არაფერი არ მტკიოდა. მაშინ მივხდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.

 

– მოიცადეთ, კონონოვის შემდეგ ტედესკო მოვიდა…
– ტედესკომ საყრდენის ზონაში დამაყენა. მთელი ცხოვრება “ათიანზე” ან მარცხენა ჰავბეკად ვთამაშობდი და უცბად საყრდენად დამაყენეს. არც ეგაა პრობლემა, მაგრამ გვერდით “ძაღლი” მჭირდებოდა – როგორიც ნაკრებში კანკავაა. ფეხბურთელი, რომელიც ცენტრში მეტოქეს ბურთს გამოგლეჯდა და შეტევის დაწყების შესაძლებლობა მომეცემოდა. სამწუხაროდ, ამჟამინდელ “სპარტაკში” ასეთი მოთამაშე არ იყო. ამ პოზიციაზე ორჯერ ვითამაშე და მივხვდი, რომ მიჭირდა. ჩემპიონატის პირველი ნაწილის დასრულებისას მე თვითონ მივედი ცორნთან და ვუთხარი:”თავად მოვიძიებ ვარიანტებს, გამიშვით. ნურც მე მაწვალებთ და ნურც თქვენს თავს ნუ იწვალებთ. უკვე 27 წლის ვარ, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მინდა. უნდა გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ მომავალში”.– თქვენ ამ შემადგენლობიდან ვინმეზე დაბალი კლასის ფეხბურთელად თვლით თავს?

– ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. “სპარტაკი” ჩემთვის “სპარტაკად” რჩება. 15 წლის ასაკიდან, 10 წელი ამ გუნდის მაისურას ვატარებდი. ცოტა მეწყინა, როდესაც ლეონიდ ფედუნმა მითხრა, რომ გუნდის დონეს არ შევესაბამებოდი. მე ისტორიაში საუკეთესო “სპარტაკის” შემადგენლობაში ადგილისთვის ვიბრძოდი, როდესაც ჩემპიონატი და სუპერთასი მოვიგეთ. იქამდე კი ალექსსა და ველინგტონს ვუწევდი კონკურენციას. ის “სპარტაკიც” ჩემპიონობის პრეტენდენტი იყო, ამჟამინდელი კი მე-10 ადგილზეა და აქაც არ მათამაშებდნენ, გესმით? ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ძალიან, ძალიან ცუდი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. მე არ შეიძლება ასე მოვუკლო.

– “სპარტაკის” მთავარ მოვლენებში პერსონალური რეიტინგი?

– პირველ რიგში რუსეთის თასზე “კრასნოდართან” დებიუტი – გოლი გავიტანე. ამის შემდეგ ჩემპიონატზეც წამივიდა თამაში, გატანა დავიწყე. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი დღეები იყო. გასაგებია, მეხსიერებაში მუდამ დარჩება ნანატრი ჩემპიონობა. კიდევ რა? ბევრი მეგობრები და კარგი ნაცნობები შევიძინე. ტარასოვკაზე ისე მივდიოდი, როგორც მშობლიურ სახლში. 5 წელი საერთოდ ბაზაზე ვცხოვრობდი, მერე ავიღე ბინა.

– ახლა თქვენს ასპარეზობას კვიპროსში მივადევნებთ თვალს. მართლა, რატომ გაემგზავრეთ სწორედ იქ? ვიცი, მაგალითად, თქვენით “ტამბოვი” იყო დაინტერესებული.
– ვერ ვიტყვი, რომ რიგი მედგა. კარგა ხანია არ მითამაშია, ტრავმები მქონდა, თითქმის ერთი წელი გამიცდა. ორი ვარიანტი თურქეთიდან მქონდა, ისრაელიდან დამირეკეს, ბელგიიდან.

– რუსეთში დარჩენა არ ისურვეთ, რადგან…
– …იმიტომ, რომ რაღაცის გამოცვლა იყო საჭირო. დარჩენის ვარიანტი არც განგვიხილავს. აქ 15 წლისა ჩამოვედი, ახლა კი 27-ის ვარ. ჩემს წარმომადგენელს მაშინვე ვუთხარი:”თუ “სპარტაკიდან” მივდივარ, რუსეთში დარჩენა არ მინდა”. სწორედ “ანორთოსისი” იმიტომ ავირჩიე, რომ ადაპტაცია გამიადვილდება. გუნდში 4 ქართველია, მწვრთნელიც ქართველია, ის მე მიცნობს. ყველაფრით დამეხმრნენ, ყველაფერი მანახეს, მომიყვნენ. ადამიანისთვის, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია, ადაპტაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვნია. შესაგუებლად ზედმეტი დროის ხარჯვა არ არის საჭირო. ახლა ჩემთვის უპირველესი სათამაშო პრაქტიკაა. მალე ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები აქვს და არ მინდა მათი გაცდენა, ვინაიდან მზად არ ვარ.
– იქ სათამაშო პრაქტიკა გარანტირებული გაქვთ?

– კლუბის ხელმძღვნელობა დამპირდა, რომ ვითამაშებ. პირადად მწვრთნელმა დამირეკა. ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო. ეს ნებისმიერი ახლწვეულისთვის მნიშვნელოვანია. შენ გესმის, რომ გუნდში შენი ყოფნა უნდათ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა. პლუს გუნდი პირველ ადგილზეა, კარგი ჩემპიონატია, ამინდი შესანიშნვი: ეს ისაა, რაც მოცემულ მომენტში მჭირდება.

– კვიპროსში პირველივე მატჩში ძალიან უხეშად გეთამაშნენ. შეგეშინდათ?

– 30 წუთი ვითამაშე, შესაგუებლად გავედი, ფორმის ასაკრეფად. ამ დროს კი უკნიდან ვარდნაში მეტოქე მეუხეშა, 3:0-ზე. რაღაც მსგავსი ევროპა ლიგაზე “ვილიარეალთან” მქონდა, იქაც მსაჯმა მოწინააღმდეგე გააძევა. მსგავსი რამ მეტად არ მახსენდება, რომ უკნიდან ვინმე ფეხებში ჩამხტომოდეს. დიახ, მტკივნეული იყო, თუმცა ეს ფეხბურთია. ფეხი მეტკინა, არაფერი სერიოზული. 3 დღე შემაწუხა და ახლა ყველაფერი ნორმალურადაა.

 

– ვის და რა გინდათ დუმტკიცოთ?
– პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ ახალ დონეზე შემიძლია გავიდე. “ანორთოსისთან” ერთად მინდა ჩემპიონი გავხდე, ბევრი საგოლე გადაცემა გავაკეთო, ბევრი გოლი გავიტანო. მაისამდე თავი მაქსიმალურად წარმოვჩინო, რათა ჩემზე ისევ ალაპარაკდნენ. სინამდვილეში კვიპროსის ჩემპიონატი ყველაზე ადვილი არ არის. მალე პლეი-ოფები დაიწყება, რომელშიც მხოლოდ ტოპ 6-ის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. აქედან ბევრი ბიჭები მიდიან კარგ ჩემპიონატებში. როგორც კი საკუთარ თავს ყველაფერს დავუმტკიცებ, დანარჩენები ყველაფერს თვითონ მიხვდებიან.
წყარო: sportall.ge
SHARE