ჰარი კეინი ძველ და ახალ მწვრთნელებზე

322

ტოტენჰემის ლიდერმა ჰარი კეინმა გუნდში ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, მაურისიო პოჩეტინო გაიხსენა და ჟოზე მოურინიოს დანიშვნის მოტივაციაც ახსნა. კეინი გამოტყდა, რომ პოჩეტინოს გუნდიდან გაშვება მისთვის დიდი შოკი იყო – პოჩე ფეხბურთელებს ოჯახის წევრივით უყვარდათ და გუნდიდან გაშვების შემდეგ ტოტენჰემის ლიდერი მას დასამშვიდობებლად სახლშიც ესტუმრა.

მოურინიოს დანიშვნის შემდეგ კი, კეინის თქმით, გუნდს ახალი იმედი და მოტივაცია მიეცა. წლების მანძილზე, ტოტენჰემი კარგი გუნდი იყო, თუმცა ვერცერთ ტიტულამდე ვერ მივიდა. მოურინიო კი ფეხბურთელებისთვის ის კაცია, რომელმაც ამ ტიტულების მოგება იცის და შეუძლია.

შესაბამისად, კეინი ამტკიცებს, რომ ჟოზეს გუნდში მოსვლამ მოთამაშეებს ტიტულების მოგების იმედი მისცა. ბრიტანული პრესის ცნობით, მოურინიომ ფეხბურთელებთან პირველივე შეხვედრისას ყურადღება სწორედ ამ ფაქტორზე გაამახვილა – ‘დამიდექით და ტიტულებს მოიგებთ’ – ასე მიმართა ჟოზემ გუნდს.

წყარო: popsport.ge

SHARE