8 მარტს 2020 წლის ჰარუ ბაშო აიღებს სტარტს და ქართველი ფალავნის, ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია.
პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველი სეკიტორი მე-10 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდება, რომელთანაც ლევანს 4:2-ზე დადებითი ბალანსი აქვს.
მეორე საშეჯიბრო დღეს კი ქართველის მეტოქე მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება, რომელთანაც ლევანს დადებითი ბალანსი 8:2 აქვს.
როგორც მოგეხსენებათ, ტოჩინოშინი მიმდინარე ბაშოზე მე-9 მაეგაშირად ასპარეზობს.
კორონავირუსის საფრთხის გამო კი, იაპონიის სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეჯიბრება უმაყურებლოდ ტარდება.
რაც შეეხება გაგამარუს, ის ტრავმის გამო მიმდინარე ბაშოს გამოტოვებს.
წყარო: sportall.ge