ჰოლივუდის სცენარი NHL-ში – ყინულმწმენდის 42 წლის მძღოლმა „კაროლინას“ მოაგებინა

519
ამერიკული და არა მხოლოდ ამერიკული, მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბ “კაროლინას” 42 წლის მოყვარული მეკარე დევიდ ეირსი მოექცა.
“ტორონტოსთან” მიმდინარე შეხვედრაში “კაროლინას” 2 მეკარე დაემტვრა და გუნდი იძულებული გახდა გადაუდებელი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული წესი გამოეყენებინა და კარში 42 წლის მოყვარული ჰოკეისტი, ყინულმწმენდის მძღოლი დევიდ ეირსი ჩაეყენებინა.
ეირსსი აღნიშნულ ყინულზე აქამდე ბევრჯერ ყოფილა, თუმცა არასდროს მოთამაშის სტატუსით. ის, ძირითადად, მატჩების წინ და შემდეგ ყინულს წმენდდა, აწესრიგებდა. 42 წლის ასაკში კი, პირველი შეხვედრა ჩაატარა მსოფლიოს ჰოკეის საუკეთესო ლიგაში.
ეირსმა თითქმის ორი პერიოდი გაატარა და ამ დროში მისი კარისკენ წასული 10 შაიბიდან 8 მოიგერია, მხოლოდ 2 გაუშვა და საკუთარ გუნდს მოაგებინა: 6:3.
შეხვედრის შემდეგ მოყვარული მეკარე ემოციებს ვერ იკავებდა:
“ეს საოცარი იყო. ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ცხოვრების მომენტი იყო. ამ ყინულზე ბევრჯერ მითამაშია, თუმცა ეს გულშემატკივრების გარეშე ხდებოდა. გულშემატკივრებთან ერთად კი თამაში სულ სხვაა, ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მიხარია, რომ მე შემემთხვა.
ჯერ შეტყობინება მივიღე, გასახდელში მეძახდნენ. იქ კი ვიღაც შემოვიდა და მითხრა: “უნდა ჩაიცვა, სათამაშოდ გადიხარ!” თავიდან შოკში ჩავარდი, თუმცა ეს შოკი უდიდესი სიხარულისაგან მივიღე.
ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ. ერიკ ჰაულა(“კაროლინას” მოთამაშე) ჩემთან მოვიდა და მითხრა: “უბრალოდ ისიამოვნე. 10 გოლიც რომ გაუშვა, ეს ჩვენ არ გვადარდებს.” ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გავთავისუფლდი და ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა,”- განაცხადა ეირსმა.
წყარო: sportall.ge
SHARE