10 წლის შემდეგ პირველად – ელ კლასიკოს დამატებითი ინტრიგა

323

18 დეკემბერს, ლა ლიგის მე-18 ტურში “ბარსელონა” “რეალს” დაუპირისპირდება. სრულიად საფეხბურთო სამყარო და გულშემატკივართა ყურადღება 18 დეკემბერს “კამპ ნოუსკენ” იქნება მიმართული. “ელ კლასიკო” თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება.

“ელ კლასიკოს” ორივე გრანდი მე-17 ტურში ფრედ დასრულებული მატჩებით ხვდება. “ბარსელონა” სტუმრად “რეალ სოსიედადს” დაუზავდა (2:2), “რეალმა” კი “ვალენსიასთან” გაიყო ქულები (1:1). 18 დეკემბერს გასამართ “ელ კლასიკოს” დამატებით ინტრიგას ის ფაქტი სძენს, რომ განვლილი ტურების შემდეგ, “ბარსელონამ” და “რეალმა” ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს.

განვლილ 17 ტურში, “ბლაუგრანამ” 35 ქულა დააგროვა – “რეალს” ანალოგიური ქულათა რაოდენობა აქვს თუმცა გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი მაჩვენებლით პირველ ადგილს “ბარსელონა” იკავებს.

უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც “ელ კლასიკოს” გრანდები ქულათა თანაბარი რაოდენობით შეხვდნენ 10 წლის წინ დაფიქსირდა. 2009/10 წლების სეზონის ლა ლიგის 30-ე ტურში, გვარდიოლას “ბარსელონამ” პელეგრინის “რეალი” ლეო მესისა და პედროს გოლებით დაამარცხა. მას შემდეგ გამართულ ურთიერთშეხვედრებში, რომელიმე გრანდი ქულათა რაოდენობით მოწინააღმდეგეს უსწრებდა.

წყარო: live.ge

SHARE