15 წლის ქართველი მორაგბე გარდაიცვალა

518

ახალგაზრდა ქართველი მორაგბე ზურაბ ბურჯანაძე გარდაიცვალა. 15 წლის სპორტსმენის სიცოცხლე სიმსივნის შედეგად, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ დასრულდა.

ბურჯანაძემ რაგბის თამაში 10 წლის ასაკში დაიწყო და „აკადემიაში“ ირიცხებოდა. ზურაბი 12 და 7 კაცა რაბგში საფესტივალო ასაკის ტურნირების გამარჯვებული გახლდათ.

sport-live.ge-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და უთანაგრძობს ზურაბ ბურჯანაძის ოჯახს, მეგობრებსა და სპორტულ სამყაროს.

SHARE