2019 წლის საკლუბო მსოფლო ჩემპიონატი 11 – 21 დეკემბერს გაიმართება

356

წლევანდელი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 11-21 დეკემბერს გაიმართება ყატარში – გვამცნობს ფიფას პრესსამსახური.

ტურნირში შვიდი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ექვსი კონტინენტალური კონფედერაციის ჩემპიონი, პლუს მასპინძელი: „ლივერპული“ (ინგლისი) „ესპერანსი“ (ტუნისი,), „მონტერეი“ (მექსიკა), „იანგენ სპორტი“ (ახალი კალედონია) და „ალ სადი“ (ყატარი).

კიდევ ორი მონაწილე ლიბერტადორესის თასისა და აზიის ჩემპიონთა ლიგის დამთავრების შემდეგ გაირკვევა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ყოველ წელიწადს ტარდება დეკემბერში. 2021 წლიდან კი მონაწილეთა რაოდენობა 7-დან 24-მდე გაიზრდება. საიდანაც 8 ევროპოული, 6 სამხრეთამერიკული, სამ-სამი ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის, კარიბეთის, აფრიკისა და აზიის, ერთიც ოკეანიის წარმომადგენელი იქნება.

წყარო: worldsport.ge

SHARE