საქართველოს ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კვლავ დიდებულ ფორმაშია და ამერიკულ MLS-ში მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა.
ქართველი ფეხვურთელის “სან ხოსე” სტუმრად “ვანკუვერ ვაითკაპსს” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში დიდი წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა, რომელმაც მორიგი გოლი მიითვალა.
მე-6 წუთზე “ვანკუვერ ვაითკაპსი” დონეილ ჰენრიმ დააწინაურა, თუმცა მათი სიხარული ნაადრევი გამოდგა და ზუსტად 10 წუთში ყაზაიშვილმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
ვაკომ საჯარიმოში კარგად ითამაშა, მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და მიმდინარე სეზონში მერვე გოლი მიიწერა. საბოლოოდ, ვაკო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
34-ე წუთზე კრის ვონდოლოვსკიმ სხვაობა გაზარდა და აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გოლშიც ყაზაიშვილმა ლომის წილი შეიტანა. ქართველის შორეული დარტყმა ძელს მოხვდა და გამოვარდნილ ბურთს ვონდოლოვსკიმ დაამატა. , 79-ე წუთზე კი მაგნუს ერიქსონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“სან ხოსეს” მეორე ქართველი, გურამ კაშია მატჩის განაცხადში არ იყო. ხოლო ყაზაიშვილმა მოედანზე 82 წუთი გაატარა. ქართველების გუნდი MLS-ის დასავლეთ კონფერენციაში 34 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.
წყარო: worldsport.ge