(ვიდეო) აშშ-ის ნაკრები ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად დამარცხდა

532
აშშ-ის ნაკრები კალათბურთში მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ავსტრალიასთან მატჩში დამარცხდა.

ამხანაგური მატჩი მელბურნში 52 ათასი მაყურებლის წინაშე გაიმართა და ანგარიშით 98:94 დასრულდა.

 

გამარჯვებულთა შორის 30 ქულა პატრიკ მილსმა ჩააგდო, ხოლო აშშ-ში 22 ქულა კემბა უოკერმა მიითვალა, ოლო ჰარისონ ბარნსმა 20.

 

ეს წაგება აშშ-ის ნაკრებისთვის საერთაშორიოს ტუნირზე ან ამხანაგურ მატჩში პირველი აღმოჩნდა 2006 წლის შემდეგ. 13 წლის წინ ამერიკელები საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის ნაკრები დიდ ტურნირებზე არ დამარცხებულა. აშშ-ის ნაკრები, რომელიც NBA-ს კალათბურთელებისგან შედგებოდა ზედიზედ 78 გამარჯვება მოიპოვა.

 

მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში 31 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება.
წყარო: sportall.ge
SHARE