34 წლამდე რას აკეთებდი?

397

როგორ გინდა, 37 წლის ფეხბურთელს აღმოჩენა უწოდო, მაგრამ რასაც ხეტაფეს ფორვარდი ხორხე მოლინა აკეთებს, სხვა რა ჰქვია? მოლინამ ამჯერად ვალენსია ააწიოკა და 3:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

არადა, 34 წლის ასაკში კარიერას ასრულებდა. ბეტისიდან გაშვების მერე, ორი თვე უკლუბოდ იყო. თურმე, ჯერ სად ხარ… მოლინამ ხეტაფეს მაისურით პირველივე სეზონში 22 გოლი გაიტანა. ახლაც დროდადრო იცის გაბრწყინებები და მისი დიდი დამსახურებაა, ბოლო წლებში ხეტაფეს ჩემპიონთა ლიგისკენ რომ უჭირავს თვალი.

არადა, ესპანელები თითქოს 30-ს რომ გადასცდებიან, თამაშს უკლებენ. გამონაკლისებიც არიან. აი, ხოაკინი მეორედ დაიბადა. მოლინამ კი სულაც 34 წლის ასაკში დაიწყო… საინტერესოა, რომ მოლინას 30 წლამდე ლა ლიგაში მხოლოდ 5 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი 50-ზე მეტი აქვს.

წყარო: leadersport.ge

SHARE