6 ერი 8-მდე იზრდება? ოღონდ, საქართველოს გარეშე

401

სარაგბო 6 ერი, რომელში ჩართვასაც საქართველოს ნაკრები არაერთი წელია ცდილობს, შესაძლოა, მართლაც გაფართოვდეს, ოღონდ, ევროპელების გარეშე, რაც ცხადია, ბორჯღალოსანთა აღზევებასაც გამორიცხავს.

პირველმა აღნიშნულის შესახებ ბრიტანულმა Daily Mail-მა დაწერა, მის თანახმად, 4 ერის დატოვებასა და ევროპულ რაგბში ჩართვაზე ფიქრობს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი.

როგორც ირკვევა, “ქურციკებს” ერთბაშად რამდენიმე მიზეზი ამოძრავებთ.

უფრო კომფორტული სასაათო სარტყელი – მაქსიმუმ 2 საათი სხვაობა აფრიკის დროსთან.

შედეგად, ტელეტრანსლაციების უფრო კომფორტულ პერიოდში განთავსება.

სამხრეთაფრიკელი მორაგბეების სიმრავლე ევროპულ კლუბებში.

სამხრეთ აფრიკას 6 ერში ჩართვის შემთხვევაში, მცირე ლოჯისტიკური პრობლემები კი შეექმნება, თუმცა, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, იქ ყველაფრისთვის მზად არიან.

საქართველო-ფიჯი 2019 წლის მსოფლიო თასზე

აი, Express.co.uk-ის ცნობით კი, დიდი შანსია, მომავალ წლებში, აფრიკელთა გარდა, 6 ერში თავი ფიჯის ნაკრებმაც ამოჰყოს. ამაზე პირველი მინიშნება ტურნირზე საფრანგეთის წარმომადგენელმა კლოდ აშერმა გააკეთა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნეგატიურ შედეგებს არ მოგვიტანს. გვესმის, რომ 6 ერის კალენდრის შეცვლა და ტურების დამატება მოგვიწევს, თუმცა, თუკი ეს საჭიროა, რატომაც არა? სხვა საქმეა, რომ ეს, ალბათ, 3-4 წელიწადში მოხდება”.

როგორც Daily Express იუწყება, თუკი “მფრინავი ფიჯელების” 6 ერში ჩართვა მართლაც მოხდა, ისინი საშინაო მატჩებს საფრანგეთში ჩაატარებენ, ამდენად, სხვა გუნდებს მოგზაურობასთან დაკავშირებული დისკომფორტი არ შეექმნებათ.

წყარო: popsport.ge

SHARE