6 ერს+2 საქართველო იაპონიის ნაცვლად

570

ფრანგული გამოცემა Le Figaro იტყობინება, რომ შემოდგომაზე გასამართ სარაგბო ტურნირში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რვაგუნდიან ტურნირში ექვსი ერის ქვეყნები, ფიჯი და იაპონია უნდა ჩართულიყვნენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს.

ცნობილი ფრანგული გამოცემის ვარაუდით, კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო, რაც შორეულ და სარისკო ფრენებს უკავშირდება, იაპონიის ნაცვლად ტურნირზე „ბორჯღალოსნები“ ითამაშებენ.

საქართველოს სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბევრი ქართველი მორაგბე საფრანგეთსა და ინგლისში თამაშობს. მსოფლიო რაგბი 2020 წლის კალენდრის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს.

წყარო: worldsport.ge

SHARE