კორონავირუსმა დედამიწაზე უამრავი ტრაგედია დაატრიალა და ადამიანის გარდაცვალებით დღეს ვეღარავის გააკვირვებ. თუმცა ამ პირობებშიც ხდება ისეთი ტრაგედიები, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს…
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ “რეიმსის” მთავარმა ექიმმა, ბერნარ გონსალესმა, სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა. 60 წლის პროფესიონალი მეუღლესთან ერთად კარანტინში იყო. მან თავი მოიკლა მაშინვე, როგორც კი კორონავირუსი დაუდასტურდა, ისევე, როგორც მის თანამეცხედრეს.
სუიციდის წინ გონსალესმა წერილი დატოვა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზი ახსნა. მან საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ როგორც ექიმმა, კორონავირუსით დაინფიცირება თავიდან ვერ აიცილა და ვერაგი ავადმყოფობა მეუღლესაც შეჰყარა…
წყარო: lelo.ge