8 მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

508

ბაქოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოჭიდავეთა ასპარეზობები დასრულდა. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, ისევე, როგორც წინა დღეებში, მედლები დასკვნით დღესაც მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) იყოჩაღა, “ბერძენ-რომაელებიდან” კი – ნუკრი ბენიძემ (51 კგ). მათი მონაგარი ბრინჯაოს მედლებია.

ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (55 კგ). მეორე დღეს თავისუფლებიდან ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა გუგეშაშვილმა(48 კგ) და დავით აბდალაძემ (60 კგ), ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის ასეთივე შედეგები ჰქონდათ ხვიჩა აბულაძესა (48 კგ) და ნიკა ბროლაძეს (60 კგ).

შედეგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ორ-ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ასეთივე შედეგი აღმოაჩნდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდსაც.
წყარო: sportall.ge
SHARE