(2 ვიდეო) კორონავირუსის ფონზე და იოკოძუნების გარეშე – ერთი დღე ბაშომდე

1058

10 იანვარს სტარტს აიღებს 2021 წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში ჰაცუ (იანვრის) ბაშო, რომელშიც ქართველი ტოჩინოშინი (ლევან გორგოძე), მეოთხე მაეგაშირა იქნება. ცნობილია შეჯიბრების პირველ ორ დღეს ვინ იქნება ქართველის მეტოქეები. 10 იანვარს ლევანი ბაშოს მე-4 მაეგაშირა ტამავაშისთან შერკინებით გახსნის. მეტოქეებს აქამდე 33 ორთაბრძოლა აქვთ ერთმანეთში ჩატარებული, საიდანაც 21 ტოჩის მოგებით დასრულდა, 12-ჯერ კი მისმა მეტოქემ იზეიმა გამარჯვება. ბოლოს ტოჩიოშინი და ტამავაში გასული წლის ბოლოს, ნოემბრის ბაშოზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ტამავაშიმ ოშიდაშის ილეთით დაამარცხა ჩვენებური.

შეჯიბრების მეორე დღეს, 11 იანვარს, ლევანის პირისპირ მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი წარსდგება. ეს მეტოქეები აქამდე 16 ჯერ შეხვედრიან ერთმნანეთს – 9-ჯერ ქართველმა მოიგო, 7-ჯერ კი გამარჯვება ოკინოუმის დარჩა.

აღსანიშნავია, რომ იანვრის ბაშოს, COVID 19-ის პანდემიის გამო, რამდენიმე მებრძოლი დააკლდება, მათ შორის უპირველესად აღსანიშნავია ორი იოკოძუნას ჰაკუჰოსა და კაკურიუს არყოფნა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკუჰოს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, კაკურიუმ კი განაცხადა, რომ არასათანადო სპორტულ ფორმაშია და შეჯობრებაზე გამოსვლისგან ამიტომ იკავებს თავს.

იოკოძუნების გარდა, ბაშოს მაკუუჩისა (ელიტურ) და ჯურიოს (რანგით მეორე) დივიზიონებში გამოტოვებენ:

მაკუუჩი: ვაკატაკაკაგე (მაეგაშირა 2), ჩიონოკუნი (მ9), ჩიოტაირიუ (მ11), ჩიოშომა (მ13), კაისეი (მ16).

ჯურიო: იშიურა, ჩიომარუ, ჩიონოო, ენჰო, კიოკუშუჰო, ვაკამოტოჰარუ, ჩიოოტორი, კიოკუტაისეიჩიონოუმი.

საერთო ჯამში ბაშოს 16 რიკიში დააკლდება (7 მაკუუჩიში, 9 ჯურიოში), სავარაუდოდ, ყველა მათგანს ბანძუკეში (სუმოს რეიტინგი) არსებული ადგილი შეუნარჩუნდება.

წყარო: lelo.ge

SHARE