იური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელია სუპერტალანტია, მისი წასვლის გამო ცრემლები წამომივიდა

487
18 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის „ლოკომოტივი” დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბი საიტით ავრცელებს.
კვარაცხელია „რუსთავის” ფეხბურთელია, „ლოკომოტივში” კი 6 თვე იჯარით ითამაშა, ძალიან აქებდნენ, მაგრამ მისი კონტრაქტი არ გამოისყიდეს.
ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვრაცხელიამ „სპორტ-ექსპრესს” უთხრა, რომ აგენტი „ლოკომოტივს” ვერ შეუთანხმდა, ხოლო კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ Sport24.ru-ს შემდეგი განუცხადა:

„ხვიჩას მომავალი ჯერ გაურკვეველია. გვინდა ხელშეკრულება გავუგრძელოთ. აგენტთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და ვთვლიდით, რომ ყველფერი შეთანხმებულია, მაგრამ ორი დღის წინ სიტუაცია ცოტა შეიცვალა. ამიტომ ახლა არ შემიძლია არც მისი

წასვლა და არც სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება დაგიდასტუროთ.

არა მგონია, ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდეს. ერთი, მაქსიმუმ ორი დღე”.
კვარაცხელიას წასვლის გამო სინანული გამოთქვა გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა.
„ჩვენთვის კვარაცხელიას წასვლა დიდი მოულოდნელობაა. მჯეროდა, რომ სრულფასოვან კონტრაქტს გავუფორმებდით. ის სუპერტალანტია. ნახევარი წლის განმავლობაში მასთან ბევრი ვიმუშავეთ, განსავითარებლად დიდი შრომა გავწიეთ. ხვიჩას წასვლის გამო ცრემლები წამომივიდა”, – ციტირებს სიომინს championat.com-ი.
წყარო: sportall.ge
SHARE