არგენტინასთან მატჩის წინ, ალისონმა მესის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები გაიხსენა

439

ალისონ ბეკერმა არგენტინასთან მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მატჩზე საუბრისას, მეკარემ გაიხსენა გამარჯვებები, რომელიც მისმა გუნდებმა, „რომამ“ და „ლივერპულმა“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მოიპოვეს.

„ჩემ გუნდში და საკუთარ მუშაობაში დარწმუნებული ვარ. კარგი ფეხბურთის ჩვენებას ვაპირებთ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. „რომა“ და „ლივერპული“ – ორი განსხვავებული ისტორიაა, რომელიც, საბედნიეროდ, ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა.

მე ვთამაშობდი ორ გუნდში, რომელიც კოლექტიურად ასპარეზობდა და შედეგად, ეს ორი დიდებული მომენტი გადავიტანე. მაგრამ, ასეთი თამაშის დროს შეცდომის უფლებაც კი არ გაქვს, ყველა ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. გავიმეორებ, მზად ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ.“ – ციტირებს ალისონის სიტყვებს Goal.com.

კოპა ამერიკის ნახევარფინალი, ბრაზილია – არგენტინა ხვალ, 3 ივლისს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

წყარო: goal.ge
SHARE