უეფას კომენტარი რუსეთის პრემიერლიგის დსთ-ის ქვეყნების გუნდებით გაფართოების იდეის შესახებ

471

უეფაში, რუსეთის პრემიერლიგის დსთ-ის ქვეყნების წარმომადგენლების ხარჯზე გაზრდის შესახებ კომენტარი გააკეთეს. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მზად არიან ასეთი წინადადება განიხილონ, თუკი ასეთი თხოვნა ეროვნული ფედერაციებიდან შევა.

„საშინაო შეჯიბრებები ევროპული ფეხბურთის საფუძველია. თუმცა, ხანდახან ტრანსნაციონალურ შეჯიბრებებსაც ახსენებენ ხოლმე. ჯერჯერობით, ოფიციალურად ამ მხრივ, არავის მოუმართავს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი წინადადების განხილვა მხოლოდ ეროვნული ფედერაციების, კლუბებისა და ლიგების განცხადების კვალად შეიძლება. იმიტომ, რომ ევროპის ზოგიერთ რეგიონში ეს შეიძლება სტრატეგიული მოვლენა გახდეს.“ – თქვეს უეფაში, გვამცნობს championat.com.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტმა, ევგენი გინერმა, რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის სხდომაზე, ქვეყნის პრემიერლიგის გაფართოების იდეა გააჟღერა, უცხოური კლუბების დამატების ხარჯზე. საილუსტრაციოდ, მან „არარატ-არმენიის,“ „კაირატისა“ და „ასტანას“ მაგალითები მოიყვანა.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE