ბრაზილიელი ლეგენდა: ნეიმარმა თუ ამ ტემპში განაგრძო, 30 წლამდეც ვერ ითამაშებს

415
ბრაზილიისა და მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდა ზე რობერტომ კრიტიკულად შეაფასა თანამემამულე ნეიმარის ცხოვრების წესი.
“ნეიმარმა რადიკალურად უნდა შეცვალოს საკუთარი ცხოვრების სტილი და საკუთარი თავი ხელში აიყვანოს. ახლა ის შესანიშნავ დროს კარგავს, მას შეუძლია კარიერაში წინ გადადგას ნაბიჯი.
ნეიმარს ამის გაკეთება უდიდესი ტალანტის ხარჯზე შეუძლია, მან უნდა ითამაშოს მთავარი გმირის როლი. მაგრამ, თუ ის ასეთ ტემპში გააგრძელებს, ფეხბურთელად 30 წლამდეც ვერ მიაღწევს”, – განაცხადა ზე რობერტომ A Bola-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მსაჯის შეურაცხყოფის გამო ნეიმარი უეფამ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
იქამდე, ბრაზილიელმა “რენის” გულშემატკივარს დაარტყა საფრანგეთის თასის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ასევე, ფეხბურთელი ერთ-ერთმა გოგონამ გაუპატიურებასა და ძალადობაში დაადანაშაულა და ამ საქმეზე გამოძიება ახლაც მიმდინარეობს. თვითონ ნეიმარი კი, ყატართან მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.
წყარო: sportall.ge
SHARE