ტბაში დაკარგული შვეიცარიელი ფეხბურთელი გოგონას სხეული აღმოაჩინეს

449
„ბლიცის” ცნობით, კომოს ტბაში დაკარგული შვეიცარიის ქალთა ნაკრებისა და „იანგ ბოიზის” ფეხბურთელის ფლორიანა ისმაილის სხეული აღმოაჩინეს.
24 წლის გოგონას სხეული მყვინთავებმა 204 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს, ნავით ნაპირზე გადაიტანეს, შემდეგ კი წმინდა ანას საავადმყოფოში გადაასვენეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორიანამ და მისმა მეგობარმა გოგონამ მოტორიანი ნავი იქირავეს, ნაპირიდან 7000 მეტრის სიღრმეზე ღუზა ჩაუშვეს, სადაც ფეხბურთელი წყალში ჩახტა და დაიკარგა.
წყარო: sportall.ge
SHARE