საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრები მსოფლიო გუნდურ რეიტინგში დაწინაურდა

584
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) ზონალური გუნდური ჩემპიონატების დასრულების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის წინ გუნდური რეიტინგები განაახლა.

განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრები, რომელმაც მეათე ადგილზე გადაინაცვლა.

მსოფლიო ჩემპიონატი 15-23 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

მანამდე საქართველოს ნაკრები ნეაპოლში ფარიკაობის უნივერსიადაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტარტს 4 ივლისს აიღებს და 6-ში დასრულდება.

წყარო: sportall.ge
SHARE