ოფიციალურად: ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” მთავარი მწვრთნელია

448
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ფრენკ ლამპარდი ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი გახდა.

 

ლამპარდი, რომელიც “ჩელსის” ფეხბურთელი 2001-დან 2014 წლამდე იყო წელს “დერბი ქაუნთის” წვრთნიდა და სამწვრთნელო კარიერის პირველივე წელს ძალიან ახლოს იყო კლუბის პრემიერლიგაში დაბრუნებასთან.

 

ფრენკსა და კლუბს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურად უცნობია, თუმცა სხვადასხვა გამოცემის მიხედვით, ლონდონელთა ახალი მთავარი მწვრთნელი გასამრჯელოს სახით წელიწადში, დაახლოებით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

 

“ჩელსისში” მთავარი მწვრთნელის სტატუსით დაბრუნებით საოცრად ამაყი ვარ. ყველამ იცის, თუ როგორ მიყვარს ეს კლუბი და ის გზა, რომელიც ერთად გავიარეთ. ამასთანავე,

სრულად კონცენტრირებული ვარ სამუშაოზე და წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდზე. აქ დაუღალავად შრომისა და კლუბისთვის წარმატების მოსატანად მოვედი. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ მუშაობას”, – გადმოსცემს ლამპარდის სიტყვებს კლუბის პრეს-სამსახური.

ფრენკ ლამაპარდი “ჩელსის” ნამდვილი ლეგენდაა. მას კლუბთან ერთად 13 ტიტული აქვს მოგებული და ასევე, ის ლონდონური კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 211 გატანილი გოლით.

 

წყარო: sportall.ge

SHARE