41 წლის იტალიელი ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის “იუვეში” შესაძლო დაბრუნების შესახებ ბოლო დღეებში ბევრი იწერებოდა. თუმცა, დღეს ყოველგვარი ეჭვები გაიფანტა და ჯიჯი “იუვეს” კლინკაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად მივიდა.
ბუფონმა კლინიკის შესავლელთან მყოფ გულშემატკივრებს გამოელაპარაკა და ავტოგრაფებიც დაურიგა. ამ პროცესების ამსახველი ვიდეო “ბებერი ქალბატონის” ოფიციალურ ტვიტერის გვერდზეა განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვეტერანი მეკარე ტურინულ კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.
წყარო: sportall.ge