ხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

455

რუსულმა სპორტულმა გამოცემებმა დღეს, 4 ივლისს, ყაზანის „რუბინში” რამდენიმე დღის წინ გადასული ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის დეტალები გაახმაურეს.

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის შემტევმა კონტრაქტის გაფორმებისთვის 500 000 ევრო, აგენტმა მამუკა ჯუღელმა კი 3 მილიონი ევრო მიიღო.

„3 მილიონი ევრო აგენტს და 500 000 – მე? ამას რომ ვკითხულობ მეცინება. ჯერ კონტრაქტზეც არ მომიწერია ხელი და საერთოდ არანაირი თანხა არ ამიღია.

ძალიან აღელვებული ვარ, მინდა ფეხბურთი ვითამაშო. ვიცი, რომ „რუბინში”

მეტი სათამაშო დრო მექნება. სიომინს ჩემი გაშვება ნამდვილად არ უნდოდა და სურდა კლუბში დავრჩენილიყავი.

თუ შემოთავაზება ძლიერი ევროპული კლუბიდან მექნება, „რუბინი” საშუალებას მომცემს კარიერა სხვაგან გავაგრძელო, ამიტომ ავირჩიე ეს კლუბი”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ
წყარო: sportall.ge
SHARE