ცნობილია – ვისთან იბრძოლებს ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს სასტარტო დღეებში

611

7-21 ივლისს იაპონიაში ნაგოა ბაშო გაიმართება. სულ ცოტა ხნის წინ სასტარტო ბრძოლების განრიგი გამოქვეყნდა.

ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს მაეგაშირა ენდოს წინააღმდეგ ბრძოლით გახსნის, ხოლო მეორე დღით მეტოქე კიდევ ერთი მაეგაშირა – შოდაი იქნება.

ასევე ცნობილია გაგამარუს პირველი მოწინააღმდეგეც. ჯურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი პირველ ბრძოლას იშიურასთან ჩაატარებს.

ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება წინა, მაისის ბაშოს მე-14 დღეს მონღოლი იოკოძუნა კაკურიუს დამარცხებით დაიბრუნა.

რაც შეეხება გაგამარუს, ის ჯურიოს დივიზიონში დასავლეთის მეორე ნომერი გახდა და ელიტაში, შესაძლოა, მხოლოდ დადებითი ბალანსის დაფიქსირებითაც აღზევდეს.

 

წყარო: sport.adjara.com

SHARE