კონმებოლმა შესაძლოა მესის ნაკრებში თამაში 2 წლით აუკრძალოს!

435

ლეო მესი კონმებოლს (ფეხბურთის სამხრეთამერიკული კონფედერაცია) მიმდინარე კოპა ამერიკაზე საჯაროდ დაუპირისპირდა და ბრალი კორუფციაში დასდო.

ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ მესიმ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

“მედელთან ინციდენტის ეპიზოდში ორივესთვის ყვითელი ბარათი სრულიად საკმარისი იქნებოდა. მომენტი ვიდეო რეფერის უნდა გადაემოწმებინა და გადაწყვეტილება შეცვლილიყო, თუმცა ეს არ მოხდა და ალბათ იმის მიზეზი კონმებოლის მისამართით ჩემს მიერ გაკეთებული (ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ) პირველი კომენტარი იყო.

მედალზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ არ მინდოდა კორუფციის ნაწილი ვყოფილიყავი. მე სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი. ყველამ იცის რატომაც გამაძევეს.

კორუფცია ტურნირისადმი პატივისცემას აფერმკრთალებს. თუ ჩემს ნათქვამს გამოძახილები მოჰყვება, ეს ჩემზე არ იმოქმედებს.

ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემპიონი ბრაზილია გახდება, რადგან ყველაფერი მათთვის კეთდება”.

დღეს კი ესპანურმა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კონმებოლი მესის დასჯაზე ფიქრობს და უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ, თუ რა სანქციები დაეკისრება არგენტინელთა ათიანს.

წყარო წერს, რომ შესაძლოა მესის 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ, რაც მას ავტომატურად გამოატოვებინებს 2020 წლის კოპა ამერიკას და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს.

ჯერჯერობით რაიმეზე კონკრეტულად საუბარი რთულია, თუმცა კონმებოლისგან არაფერია გამორიცხული და შესაძლოა მიმდინარე კოპა ამერიკაზე დაწყებული მარაზმი შესაბამისადვე დაასრულონ…

 

წყარო: crystalsport.ge

SHARE